ხშირად დასმული კითხვები

რა არის Secret Santa?

Secret Santa არის პროექტი, რომელშიც ყველა მსურველს შეუძლია, უცნობ ადამიანს აჩუქოს ჯადოსნური ახალი წელი. ამისთვის უნდა დარეგისტრირდე ვებგვერდზე და მოყვე შენი თავისა და საახალწლო სურვილების შესახებ. სისტემა შემთხვევითობის პრინციპით დაგაკავშირებს ორ სხვადასხვა ადამიანთან - შენს სანტასთან და ადრესატთან.

ადრესატის სურვილებიდან გამომდინარე შენ არჩევ საჩუქარს, რომელიც მიგაქვს საქართველოს ფოსტის ნებისმიერ სერვისცენტრში 30 დეკემბრის დღის 12 საათამდე და გზავნი ადრესატთან მხოლოდ შენ მიერ რეგისტრაციისას გამოყენებული ტელეფონის ნომრის მითითებით. შენი სანტა შენთვის გზავნის საჩუქარს იმავე პრინციპით.

რა არის საჭირო რეგისტრაციისთვის?

იმისთვის, რომ გახდე Secret Santa და საჩუქრით გაახარო შენი ადრესატი, საჭიროა შენი სახელი, გვარი, მობილურის ნომერი და სრული მისამართი.

არის თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა რეგისტრირებისას?

Secret Santa-ში ჩართვა ყველა მსურველს შეუძლია. იმისთვის, რომ გახდე სანტა, მხოლოდ მობილურის ნომერია საჭირო.

რეგისტრაცია მხოლოდ საქართველოდან არის შესაძლებელი?

რეგისტრაცია შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნიდან ფუნქციონირებადი მობილურის ქართული ნომრით. საჩუქრები კი მხოლოდ საქართველოს მასშტაბით დარიგდება.

საიდან შეიძლება საჩუქრის გაგზავნა?

საჩუქრის გაგზავნა საქართველოს მასშტაბით საქართველოს ფოსტის ნებისმიერი სერვისცენტრიდან არის შესაძლებელი.

როდიდან შეიძლება საჩუქრის მიტანა საქართველოს ფოსტაში?

როგორც კი შეარჩევ ადრესატისთვის შესაფერის საჩუქარს, შეგიძლია, მაშინვე მიხვიდე საქართველოს ფოსტაში. კურიერები უკვე მზად არიან საჩუქრების დასარიგებლად.

როგორია საქართველოს ფოსტის მუშაობის განრიგი?

საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში საჩუქრის მიტანა შესაძლებელია 09:00 საათიდან 17:00 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ხოლო შაბათს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.

რა ინფორმაციაა საჭირო საქართველოს ფოსტაში საჩუქრის ჩასაბარებლად?

მხოლოდ რეგისტრაციისას მითითებული მობილურის ნომერი.

რა ზომის უნდა იყოს საჩუქარი?

საჩუქარი უნდა იყოს მაქსიმუმ 1 კილოგრამი და მისი პარამეტრები არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის ზომას (300მმ x 210მმ x 100მმ)

რა ტიპის საჩუქრის გაგზავნა იკრძალება?

აკძალულია შემდეგი საგნების, ნივთიერებების, ცხოველების, პროდუქტების ან მასალების გაგზავნა:
  • ნარკოტიკები და ფსიქოტროპული საშუალებები, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები;
  • რადიაქტიური ნივთიერებები;
  • ფეთქებადი, აალებადი, ტოქსიკური, ბიოლოგიური, ინფექციური და სხვა საშიში ნივთიერებები;
  • იარაღი, არააღჭურვილი ფეთქებადი მოწყობილობები და საბრძოლო მასალები, მათ შორის არააღჭურვილი ყუმბარები, ჭურვები და სხვა ანალოგიური საგნები, აგრეთვე ასეთი მოწყობილობებისა და საგნების მულაჟები;
  • საგნები, რომლებსაც კავშირი აქვს პედოფილიასთან და ბავშვთა პორნოგრაფიასთან
  • ცოცხალი ცხოველები;
  • ფულის ნიშნები, დაუმუშავებელი პლატინა, ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვები, გარდა მათი ნაკეთობებისა;
  • წერილები, დოკუმენტები და ქაღალდზე დატანილი ნებისმიერი ბეჭდვითი მასალები, ხელნაწერები და ფოტოსურათები, თუ მათი ზომა/წონა აღემატება ადგილობრივი მცირე პაკეტისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
  • კონტრაფაქტული ან მეკობრული საგნები;
  • საგნები, რომლებიც თავისი ხასიათით ან შეფუთვით შეიძლება, საფრთხეს წარმოადგენდეს „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლებისათვის, საშუალებებისთვის ან მოსახლეობისათვის, აბინძურებდეს ან აფუჭებდეს სხვა გზავნილებს, კომპანიის მოწყობილობებს ან მესამე პირის საკუთრებას;
  • გზავნილები, რომლებიც იგზავნება თაღლითობის ხელშესაწყობად ან გადასახდელი თანხის სრულად გადახდის თავიდან აცილების მიზნით.

შეიძლება თუ არა, საჩუქარი სხვამ მიიტანოს საქართველოს ფოსტაში?

საჩუქრის მიტანა საქართველოს ფოსტის სერვისცენტრში შეუძლია ნებისმიერ ადამიანს 30 დეკემბრის დღის 12:00 საათამდე. მთავარია, არ დაავიწყდეს სანტას მობილურის ნომერი და, რა თქმა უნდა, საჩუქარი.

რამდენ ხანში მიიტანენ საჩუქარს?

კურიერი შენს საჩუქარს საქართველოს ფოსტაში ჩაბარებიდან მაქსიმუმ 8 სამუშაო დღის განმავლობაში მიიტანს ადრესატამდე.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ საჩუქრის მიტანისას კურიერს ადრესატი ადგილზე არ დახვდება?

საქართველოს ფოსტის კურიერი დატოვებს შეტყობინებას, რომელშიც მითითებული იქნება საქართველოს ფოსტის ის სერვისცენტრი, საიდანაც ადრესატი შეძლებს საჩუქრის გატანას 2018 წლის 15 იანვრამდე.