Secret Santa-ს ამბავი

გაიგე როგორ დაიწყო საყოველთაო Secret Santa

Secret Santa 2018 დაიწყო

საყოველთაო Secret Santa საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით შარშან შეიქმნა და პროექტში მთელი საქართველოს მასშტაბით 60 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო. პროექტის დაწყებისთანავე გააქტიურდნენ ადგილობრივი მცირე ბიზნესები და Secret Santa-ში ჩართულ ადამიანებს თავად სთავაზობდნენ საკუთარ პროდუქციას. აქედან გამომდინარე, წელს საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა, კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი ადგილობრივ მცირე მეწარმეებს და სწორედ მათთვის შექმნა სპეციალური პლატფორმა, რათა შეძლებოდათ, თავიანთი წვლილი შეეტანათ Secret Santa 2018-ს შექმნაში. წელს იდუმალ სანტებს შესაძლებლობა ექნებათ, რაც შეიძლება მეტი ქართული საჩუქარი აჩუქონ თავიანთ ადრესატებს და ამით ხელი შეუწყონ ქართული წარმოების წინსვლასა და განვითარებას. გვჯერა, რომ Secret Santa 2018 კიდევ უფრო ჯადოსნურ ახალ წელს მოიყვანს ქვეყანაში, სადაც უკვე სჯერათ, რომ გულით გაცემულ პატარა საჩუქარს დიდი ძალა აქვს.

Secret Santa-ს მონაწილეები
გასულ წელს, პროექტის ფარგლებში არაერთი ძალიან საინტერესო და ემოციური ისტორიის მომსწრენი გავხდით. კამპანიაში ჩართული ადამიანების დამსახურებით, შეიქმნა უამრავი არაჩვეულებრივი ისტორია: ზოგმა ერთმანეთს თეატრში მოუწყო შეხვედრა, როდესაც ერთი ბილეთი თავისთვის აიღო და მეორე ადრესატს გაუგზვნა; საჩუქართან ერთად ერთმანეთს უგზავნიდნენ მინიშნებებსა და სურვილებს; იყო შემთხვევები, როდესაც საჩუქრის მოსაძებნად თავგადასავალს სთავაზობდენ; ერთმა მომხმარებელმა სულაც ვებგვერდი შექმნა ადრესატისთვის; დიდი სიხარულის მომტანი აღმოჩნდა სრულიად უცნობი ადრესატისთვის საჩუქრის გაგზავნის შესაძლებლობა. ზოგიერთმა სანტამ და ადრესატმა, ბევრი მცდელობის შემდეგ, ერთმანეთის პოვნა და შეხვედრაც მოახერხა. ორიგინალური საჩუქრების, მინიშნებების, ბლოგ-პოსტებისა და ისტორიების სიმრავლემ ყველა დაარწმუნა, რომ ახალი წელი ნამდვილი სურპრიზების და საერთო სიხარულის დროა.
Secret Santa-ს სახელოსნო გაიხსნა

გასულ წელს, მრავალი ქართული საწარმო სიხარულით ჩაერთო ჩვენს კამპანიაში. სწორედ ამიტომ, წელს შევქმენით საერთო სივრცე - Secret Santa-ს სახელოსნო, სადაც ქართული ბიზნესები იყრის თავს და მათი პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომია.

სახელოსნო უკვე გაიხსნა, რათა ადრესატებისთვის სასურველი საჩუქარი შენთვის მარტივი, ხელსაყრელი გზით შეარჩიო, ამით ქართულ საწარმოებს გაზრდაში დაეხმარო და პროექტში მონაწილეობა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს. დაათვალიერე სახელოსნოს პროდუქცია და #აჩუქექართული

როგორ დაიწყო Secret Santa 2017

ყველაფერი დაიწყო საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის ერთობლივი სურვილით - ქვეყანაში მოგვეყვანა ყველაზე თბილი და ზღაპრული ახალი წელი. ამიტომ შეიქმნა საყოველთაო პროექტი Secret Santa, რომლის იდეაც ეფუძნება უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას. შარშანდელი პროექტის მონაწილეებმა მათთვის სრულიად უცნობი ადამიანები გაახარეს. გვჯერა, რომ წელს ყველაზე სახალხო საახალწლო პროექტში ჩართულ ადამიანთა რიცხვი ბევრად გაიზრდება და 3-ჯერ მეტი საჩუქარი გაიგზავნება.